გასულ დღე-ღამეში გამოკვლეული 25 349 პირიდან კორონავირუსი 360 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით ისევ შემცირდა. დღეს დაფიქსირდა 1,42%. გარდაიცვალა ცხრა პაციენტი და გამოჯანმრთელდა 119.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 805 გამოჯანმრთელდა, 3 541 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
რაც შეეხება ვაქცინის შემოტანის საკითხს, „ფაიზერთან“ დამატებითი პირობის დასაზუსტებლად, კონსულტაცია მიმდინარე კვირაში გაიმართება, რის შემდეგაც დოზების მოწოდების კონკრეტული თარიღი გახდება ცნობილი.