კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა აჭარაში, სადაც ერთ დღეში 389 შემთხვევა გამოვლინდა. შვიდი გარდაცვლილიდან ექვსი ბათუმშია. ისინი 75-დან 91 წლამდე ასაკის პაციენტები არიან და მწვავე პნევმონიის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 210 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში, 15 კი მართვით სუნთქვაზეა.