კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება სიღნაღში

გადაადგილება შეიზღუდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. გუშინ კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ახალი შემთხვევა უკვე დაინფიცირებული ცოლ-ქმრის კლასტერს უკავშირდება. ერისიმედში ამ ეტაპზე სულ სამ ადამიანია ინფიცირებული. სპეციალისტებმა ინფიცირებულების ახლო კონტაქტებიდან ბიოლოგიური მასალა უკვე აიღეს და ტესტის პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, სოფელი საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით მომარაგებულია.