ათი ახალი შემთხვევა და ორი გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის გავრცელების ბოლო 24 საათის სტატისტიკა საქართველოში. შემთხვევათა ნაწილი გაჩიანის დასახლებას უკავშირდება, ნაწილი კი იმპორტირებულია. ერთ პაციენტზე კი ინფიცირების პირველწყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
მარიამ სეთურიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით.