კორონავირუსის 13 ახალი ფაქტი და ხუთი გამოჯანმრთელებული – ასეთია ინფიცირებულთა და განკურნებულთა შესახებ ბოლო მონაცემები საქართველოში. ახალი შემთხვევებიდან ორი სამედიცინო პერსონალია, რამდენიმე ლილოს ბაზრობის კლასტერს უკავშირდება, ახალი ფაქტები დადასტურდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ დროისთვის ერთი სოფელია ჩაკეტილი. ერთი პაციენტის შემთხვევაში კი ეპიდკვლევა ჯერ ისევ მიმდინარეობს.
თუ გასულ კვირას შევაჯამებთ, უკვე ათამდე გაიზარდა იმ შემთხვევების რიცხვი, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
თათია ტაბეშაძემ მოისმინა განცხადება, რომელიც ახალი ფაქტების შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა.