ორი გარდაცვლილი, 471 ახალი შემთხვევა და 278 გამოჯანმრთელებული – ასეთია „კოვიდ-19“-ის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში შეიძლება ითქვას, რომ უცვლელია და საკმაოდ რთულია.
ყველაზე მეტი ახალი კოვიდინფიცირებული ისევ აჭარას ჰყავს, რომელიც წითელ ზონად რჩება. რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ლაბორატორიული და კლინიკური ჯგუფები. სპეციალისტების განცხადებით, ვითარება კონტროლირებადია, თუმცა, აუცილებელია მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.
მარიამ სეთურიძის სიუჟეტი.