გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა 22 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კოვიდ 19“ ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებიდან სამი მოზარდი მეცხრე კლასის მოსწავლეა. ერთი მეოთხე და ერთიც მეხუთე კლასელი. დირექტორის ინფორმაციით, ველისციხის 22 სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეებს ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.