იმერეთს შვიდი გარდაცვლილი და კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა უკავშირდება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 73 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ოთხი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა, ათი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. კლინიკაში მკურნალობენ ბავშვები, მათ შორის ერთი და ორი თვის ჩვილები, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. ასევე, მკურნალობას გადის 102 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.