ბათუმში ახალი კორონავირუსით სათნოების სავანეში მყოფი კიდევ 12 ხანდაზმული დაინფიცირდა, მათგან ცხრა კოვიდსასტუმროში, სამი კი კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზ იოანე ბარამიძის – სათნოების სავანეს დირექტორის განცხადებით, 120 ბენეფიციარიდან კორონავირუსი უკვე დაამარცხა 70-მა ხანდაზმულმა. მათ შორის ყველაზე ასაკიანი 87 წლის არის. სამწუხაროდ, შვიდი პირი გარდაიცვალა.
აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გაკეთდა – მერაბ წულუკიძე დეტალებით.