შეზღუდვების გარეშე, წინ „კოშმარული“ ზამთარი გველოდა, – ასე შეაფასა არსებული მძიმე ეპიდვითარება და ამ ფონზე დაწესებული რეგულაციები პაატა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „დღის თემაში“ აღნიშნა, რომ დროსთან ერთად, ვირუსი არ შესუსტებულა. ლეტალობის შემცირება კი მხოლოდ უკვე დაგროვილ გამოცდილებას უკავშირდება, რაც ინფექციის უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას იძლევა. შეკითხვაზე, რა რისკებს ქმნის თვითმკურნალობა, ანტიბიოტიკების ან სისხლის გამათხელებლების გამოყენება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე, მსგავსი პრეპარატების მიღება კატეგორიულად მიუღებელია.
„მოამბე – დღის თემის“ შეკითხვებს პაატა იმნაძემ უპასუხა