კორონავირუსის სამი ახალი ფაქტი და სამივე იმპორტირებული. კვირის დასაწყისში, ქვეყანაში დაფიქსირებული შედარებით მაღალი მაჩვენებლების შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. „კოვიდ-19“ დღეს აჭარაში გამოვლინდა და სატვირთო ავტომობილის მძღოლებს, თურქეთის ორ მოქალაქეს დაუდასტურდა.
ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში გაიხსნას ჩაკეტილი სოფელი ყარაჯალარიც, სადაც ამ დრომდე სპეციალისტების შვიდი ჯგუფი მუშაობს.