კორონავირუსი - ​ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 769 ახალი შემთხვევა, განიკურნა 460 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში სულ 31 272 ტესტი ჩატარდა, შესაბამისად, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.46 პროცენტია.

ამ დროისთვის ქვეყანაში 230 ათასამდე ადამიანია აცრილი, სტაციონარში რჩება 2 764 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5 148 გარდაიცვალა.