ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში. დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 1 216 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 996-ს შეადგენს. გარდაცვლილია 17 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
თამუნა ნადარეიშვილმა მოისმინა განცხადება, რომელიც ტრადიციულად ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა. ახალი ინფორმაციით ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – რა ვიცით ახალი ინფიცირებულების შესახებ, ცნობილია თუ არა ვისგან გადაედოთ მათ ვირუსი?