ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში 3 500-ს გადაცდა ინფიცირებულთა სტატისტიკა – კორონავირუსი კიდევ 3504 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 33 პაციენტი, მათგან ათი თბილისში დაიღუპა. სულ კი „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციას ქვეყანაში 669 მოქალაქე ემსხვერპლა. ამჟამად ვირუსის დიაგნოზით 17 283 პირი მკურნალობს.
თამარ ნადარეიშვილი გაეცნო ვირუსის გავრცელების ახალ მონაცემებს და ამ მაჩვენებლებზე ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.