სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ დღეში გამოკვლეული 728 ადგილობრივიდან ვირუსი 17 დაუდასტურდა. მათგან 14 არის ზუგდიდის კლასტერი. გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტები, მათ შორის სამი არის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი. ინფიცირებულია მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლე, ვირუსის გავრცელება ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებლისგან მოხდა.
ხაიშის სასწავლო პროცესი გადავადდა და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, ინფიცირებულები რუხის კლინიკაში მკურნალობენ. გამკაცრდება ზედამხედველობა ბაზრობებზე, მარკეტებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.