კონგოში ებოლათი დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. მომაკვდინებელი ვირუსი აფრიკულ ქვეყანაში მერვე თვეა, მძვინვარებს. დღეს კი ებოლას გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ უკვე კონგოს მეზობელი ქვეყნებიც აღმოჩნდნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჰემორაგიულ ცხელებასთან ბრძოლის რამდენიმე წინაღობაზე საუბრობს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვირუსის გავრცელების ზონაში მიმდინარე შეირაღებული დაპირისპირებებია. რის გამოც, კონგოს ათობით ათასი ადგილობრივი ტოვებს და თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებს.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.