კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში

მინსკში კვლავ უკრაინელების ბედს წყვეტენ. საკონტაქტო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში უკრაინის, მისი სეპარატისტული რეგიონებისა და რუსეთის წარმომადგენლები შედიან, ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდა. გაცვლა ორ ეტაპად მოხდება, ეს კი ნიშნავს, რომ ტყვეების ნაწილი ახალ წელს სავარაუდოდ, ოჯახებთან ერთად შეხვდება.

სიები დამტკიცებულია, შესათანხმებელი მხოლოდ ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი რჩება. ტყვეების გაცვლა მინსკის შეთანხმებების ერთ-ერთი პუნქტითაა გათვალისწინებული. თუმცა, საეჭვოა, შესრულდება თუ არა ორივე მხრიდან დადებული პირობა, რადგან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი თითქმის ყოველდღე ირღვევა.