უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს

რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, – ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოახსენეს, წერს УНИАН.

უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩაატარა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში“, – აღნიშნა პოროშენკომ.

მანამდე, УНИАН-ის ცნობით, ლუგანსკის ცენტრში, ე.წ. შსს-ის სამმართველოსთან „ბეტეერი“ მიიყვანეს, მობილიზებული იყო შეიარაღებული კონტიგენტი, რომელთაც ფორმაზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას ასრულებდნენ.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ცნობით, ლუგანსკში განვითარებული მოვლენები იგორ კორნეტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უკავშირდება.

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „მეთაურმა“, იგორ პლტონიცკიმ, 20 ნოემბერს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კორნეტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.