უკრაინული მედია ლუგანსკის ცენტრში შეიარაღებული პირების გამოჩენის შესახებ წერს
უკრაინული მედია ლუგანსკის ცენტრში შეიარაღებული პირების გამოჩენის შესახებ წერს

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ლუგანსკის ცენტრში მობილიზებული არიან სამხედროები, რომელთაც ფორმაზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ თვითამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას ასრულებენ.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი იუწყება, რომ „სამინისტროს“ შენობასთან მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. მისივე თქმით, მომხდარი შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კორნეტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უკავშირდება. თუმცა, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მედასაშუალებები წერენ, რომ შეიარაღებული პირები ლუგანსკში ჯაშუშების დაკავების ოპერაციაში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, დაკავებული პირები „გადატრიალების ინსცენირებას“ გეგმავდნენ.

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „მეთაურმა“ იგორ პლტონიცკიმ 20 ნოემბერს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კორნეტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.