უკრაინის აღმოსავლეთით ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის აღმოსავლეთით ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სეპარატისტებმა ხუთი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, შეტაკებები ლუგანსკის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ კრიმსკში მიმდინარეობდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინელ ჯარისკაცებზე იერიში ავტომატებითა და ნაღმსატყორცნებით მიიტანეს.

გაეროს ინფორმაციით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე უკრაინის კონფლიქტს 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონ 600 ათასი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირია.