„საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ – ამ სახელწოდების მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სტუდენტებმა წარმოადგინეს თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. ჟიურიმ საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარადგინა. სამ საუკეთესო მომხსენებელს სიგელები და საჩუქრები გადასცეს. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა.