მსოფლიოში კლიმატის რღვევა დაიწყო – ასე ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივანი „მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის“ და ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ ანგარიშებს, რომლის მიხედვით, გასული სამი თვე ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იყო.
გაერო კლიმატური ცვლილებების მთავარ მიზეზად, წიაღისეულზე დიდი ქვეყნების დამოკიდებულებას და მისგან გამოწვეულ სითბურ აირებს უკავშირებს. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მომატებულია მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა, მყინვარების ფართობი კი სულ უფრო მცირდება.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სეზონისთვის უჩვეულო მოვლენები უკვე ყოველდღიური რეალობა გახდა – გივი ბარამიძე გიამბობთ.