კიდევ ერთი პრეპარატი დიუშენის სიმპტომის სამკურნალოდ
ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით მქონე დაავადებული პაციენტებისთვის ახალი პრეპარატის შემოტანაზეც ისაუბრა. „სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტ „ვამოროლონის“ დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, „ჯივინოსტატთან“ ერთად, კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პრეპარატები პაციენტებისთვის უფასო იქნება. მთავრობის სხდომის შემდეგ, აღნიშნულ თემაზე, ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.