მთავარანგელოზის ხსენების დღე
21 ნოემბერი მთავარანგელოზთა ხსენების დღეა. დილიდან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დალოცავს.