დავით სარალიძის მკვლელობის საქმე. გიორგი მენაბდის ეპიზოდზე დღეს სამი მოწმე გამოიკითხა. მხარეთა განცხადებით, მათ პროცესზე მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ. პროკურორის განმარტებით, სრული სურათის აღსადგენად, საჭიროა თითოეული მოწმის მოსმენა.
გიორგი მენაბდე ამ საქმეზე ყველაზე ბოლოს ექვსი თვის წინ დააკავეს დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.
შეგახსნებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.