ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

ცოტა ხნის წინ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე კიდევ ორი მოსწავლე მიიყვანეს. ისინი მშობლებთან ერთად, სავარაუდოდ, გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ.

რაც ეხება მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მოზარდს, მას ბრალი უკვე წარუდგინეს. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს, თუმცა ზუსტად როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

დაკავებული არასრულწლოვანი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს დილიდან თბილისის მთავარ სამმართველოსთან.