ხელმოწერა სტრატეგიულ შეთანხმებაზე

ისტორიული დოკუმენტი და საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი – ბუქარესტში ოთხი ქვეყნის ლიდერმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე ლიდერების მხრიდან გაკეთდა კომენტარებიც.

პროექტი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, ელექტროენერგიის რუმინეთისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, შავ ზღვაში 1 200-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი სადენი მოეწყობა.

ანა ბროლაძე იმყოფება ბუქარესტში და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს.