აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი მეზობელი აზერბაიჯანისგან.

ილჰამ ალიევი ევროკავშირისთვის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს. უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს და უკრაინის ომის გამო შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო პლატფორმას იყენებს საქართველოსთან ერთად დაგეგმილი იმ პროექტების ხაზგასასმელად, რომლებიც ევროპასთან ფიზიკურად დაკავშირებას უწყობს ხელს. ბაქოს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს, როგორც განსაკუთრებული სატრანზიტო მნიშვნელობის მქონე ქვეყნის, როლი რამდენჯერმე ახსენეს. გაჟღერდა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირის შექმნის პერსპექტივაც. ირკვევა, რომ სამხრეთ კავკასიაში ე.წ. ბენილუქსის ანალოგიური მოდელის შექმნის საკითხი საქართველოს მთავრობასთან განხილულია.