ხალხური სიმღერის გაკვეთილები - რევაზ შანიძის ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის სტუდიის გაკვეთილი - სიმღერა „მოდი ვნახოთ ვენახი“

#აყევიპირველს

სიმღერის ტექსტი:

[I გუნდი]
აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ ვენახი. მოდი ვნახოთ ვენახი – რამ შეჭამა ვენახი?
მიველ, ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.

[II გუნდი]
აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ თხა. მოდი ვნახოთ თხა – რამ შეჭამა თხა?
მიველ, ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა. მგელმა-თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

[I გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ მგელი. მოდი ვნახოთ მგელი – რამ შეჭამა მგელი?
მიველ, ვნახე მგელი. თოფმა ჭამა მგელი.
თოფმა–მგელი, მგელმა-თხა , თხამ ვენახი შეჭამა.

[II გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ თოფი. მოდი ვნახოთ თოფი – რამ შეჭამა თოფი?
მიველ, ვნახე, თოფი. ჟანგმა ჭამა თოფი.
ჟანგმა-თოფი, თოფმა-მგელი, მგელმა-თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

[I გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ ჟანგი. მოდი ვნახოთ ჟანგი – რამ შეჭამა ჟანგი?
მიველ, ვნახე ჟანგი. მიწამ ჭამა ჟანგი.
მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი, თოფმა-მგელი, მგელმა-თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

[II გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ მიწა. მოდი ვნახოთ მიწა – რამ შეჭამა მიწა?
მიველ ვნახე მიწა. თაგვმა ჭამა მიწა.
თაგვმა-მიწა, მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი, თოფმა-მგელი, მგელმა-თხა. თხამ ვენახი შეჭამა.

[I გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!
მოდი ვნახოთ თაგვი. მოდი ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი?
მიველ ვნახე თაგვი. კატამ ჭამა თაგვი.
კატამ-თაგვი, თაგვმა-მიწა, მიწამ-ჟანგი, ჟანგმა-თოფი, თოფმა-მგელი, მგელმა-თხა. თხამ ვენახი შეჭამა.

[I გუნდი და II გუნდი]
შეგვიჭამა აბა ვთქვათ!

ხალხური სიმღერის გაკვეთილები