ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ფოლკლორული გუნდის „პატრიარქის ნათლულების“ გაკვეთილი / ქალაქური სიმღერა „ჩონგურს სიმები გავუბი“
#აყევიპირველს
ლოტბარი – მაია მიქაბერიძე
სიმღერის ტექსტი:
ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის შვილები:
„ოდელა-დელა-დელაო!“
სხვადასხვა კუთხის შვილები:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
მაშინვე უნდა შველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის – სახრჩობელაო!..
მტრებს „ვაი-დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“
მტრებს „ვაი-დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“
ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ხალხური სიმღერის გაკვეთილები