ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმე

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის, ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.  მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში,  19 წლის მწყემსისთვის  ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. რის შემდეგაც,  სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.