ელიზაბეთ რუდი - მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც ხადას ხეობაში მკვლელობის საქმე გამოიძიეს
ელიზაბეთ რუდი - მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც ხადას ხეობაში მკვლელობის საქმე გამოიძიეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

რუდმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელობის საქმე გამოიძიეს.

ხადას ხეობაში მკვლელობის გამო შოკში ვართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუერთდებით ყველა იმ ქართველსა და ამერიკელს, ვინც გარდაცვლილების მეგობრები იყვნენ.

სმიტების ოჯახს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობდნენ, თავისი წვლილი შეჰქონდა ეკონომიკურ განვითარებაში.

ვმუშაობთ ქართველ სამართალდამცველებთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილის ოჯახს მხარში დავუდგეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც საქმე გამოიძიეს“,- განაცხადა რუდმა.

გარდაცვლილი ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს, დღეს კი, ბავშვის ცხედარიც აღმოაჩინეს.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები იყვნენ. შსს-ს ცნობით, ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს.