სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის შეწყვეტას გეგმავს. ასოციაციის განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ, მათ აღარ ექნებათ ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ ქართული სპორტის დახმარება გააგრძელონ. ამ საკითხზე სპორტსმენებსა და აზარტული თამაშების ასოციაციას შორის პანელური დისკუსია გაიმართა. სათამაშო ბიზნესმა სპორტის სპონსორების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მათ მიმართ რეგულაციების გამკაცრება დაიწყო.