სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ წევრი გიორგი ბახტურიძე აზარტული თამაშების შესახებ შეზღუდვების ამოქმედებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ. მათი თქმით, მთავრობის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა შესაძლებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღებაც. მათივე განცხადებით, ონლაინთამაშებზე შეზღუდვა მასწავლებლებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზეც უნდა გავრცელდეს. მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის დედაც.