თბილისის კამერული მუსიკის მეჩვიდმეტე ფესტივალი დასრულდა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში საღამო მანანა დოიჯაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მონაწილეობდნენ სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, პიანისტი დავით ალადაშვილი და მოწვეული პიანისტი ლუი შვიცგებელ ვანგი. ფესიტივალის მიზანი კამერული მუსიკის პოპულარიზაცია და საშემსრულებლო მუსიკის განვითარებაა. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური საზოგადოება.