კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

კახეთში დღეიდან ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ.