აშშ-ის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ათი ერისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობების „ახალი ეპოქის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ჯო ბაიდენმა ეს განცხადება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN)-ის ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პირველ სამიტზე გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის მომავალი 50 წლის განმავლობაში სამყაროს დიდი ისტორიის დასაწყისი. ASEAN-ის ჯგუფში შედიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი.