აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ აშშ-ის  ლიდერი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მარცინ ფშიდაჩმა პოლონურ მედიასთან განაცხადა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის თარიღი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, პოლონეთში ვიზიტის გეგმები პრეზიდენტმა ბაიდენმაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ არ იცის, როდის ჩავა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში. მანამდე ვცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის გეგმავდა.