ჯოზეფ ბაიდენის განცხადება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრამ ნატო და ევროპა დააახლოვა. ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე, მისი უმთავრესი სტრატეგიული მიზანი ნატო-სა და ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებაა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი გადაიხდის ძვირ ფასს, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში. ბაიდენის თქმით, გლობალური მასშტაბით ომის გამოწვევის რისკის ასარიდებლად, სანქციები რუსეთის დასასჯელად ერთადერთი გამოსავალია.