გლობალური უსაფრთხოება, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხე და აშშ-ის ავიაიერიში სირიაში საუბრის მთავარი თემა იყო აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და მის იაპონელ კოლეგას შორის. ჯეიმს მეტისმა პენტაგონში იაპონიის თავდაცვის მინისტრი იცუნორი ონოდერა მიიღო. ონოდერამ განაცხადა, რომ სირიის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებული კოორდინირებული ავიაიერიში მთელი მსოფლიოს დიქტატორული რეჟიმებისთვის და პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.
14 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ავიაციამ, ქიმიური იარაღის განადგურების მიზნით, სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამ ობიექტზე ავიაიერიში განახორციელა.