კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. ინიციატივას საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ.
კანონპროექტი ადმინისტრაციული სახდელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც იზოლაციისა ან პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაჯარიმდნენ. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარია.