ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება. მაკონტროლებელ ორგანოს, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებულ სამედიცინო ობიექტზე წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, ობიექტის დათვალიერებისა და საჭირო მასალის თავისუფლად ამოღების უფლებამოსილება ენიჭება.

ამასთან, სამედიცინო ობიექტებზე სამართალდარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიის ან ნებართვის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც. კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.