კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებების შესახებ

რა ხარვეზებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და როგორ უნდა მოგვარდეს კონკრეტული პრობლემები. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კვლევის შედეგები წარადგინეს. პრეზენტაციას კლინიკების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტებიც ესწრებოდნენ. „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა“ და „მონაცემთა კვლევის ჯგუფმა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფების ცვლილება მოითხოვეს. მათ თქმით, წინასწარ გაწერილი ფინანსური რესურსი მინიმალურია, რაც საბოლოოდ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე აისახება.

დოკუმენტი გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა. ავტორებს სურვილი აქვთ, რომ დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობასთანაც შედგეს.