ჯანდაცვის მინისტრი ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირების დაბალ მაჩვენებელს, იმ შემაკავებელ ღონისძიებებსა და შეზღუდვებს უკავშირებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, თუმცა პიკის მართვას სისტემა მოახერხებს. ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ საკარანტინო ზონაში გამართული აქციის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია კვლავ ეპიდაფეთქების საშიშროების წინაშეა.
#მოამბის კითხვებს ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა