პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ამ წუთებში ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმებისა და აღსრულების მექანიზმის გამკაცრებას ითვალისწინებს. სანქცია განსაკუთრებით მკაცრია ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე.
საკანონმდებლო პაკეტით იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება. რა შენიშვნები აქვთ კლინიკების წარმომადგენლებს, მარიამ სეთურიძე დეტალებით.