დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ივერი მელაშვილი უდანაშაულოა და წარდგენილი ბრალდება ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
თამარ სულაძე არ გამორიცხავს, რომ ზეწოლა კომისიის სხვა წევრებზეც განხორციელდეს. ივერი მელაშვილს ბრალად ედება საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.