იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ათ მიზეზს ასახელებს, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. მის მიერ დასახელებული არგუმენტები, ძირითადად, კანდიდატების შერჩევისთვის საჭირო პროცედურების დარღვევასა და ინტერესთა კონფლიქტის არსებობას ეხება. ჯანეზაშვილი აღნიშნულ მოსაზრებებს წერილობითი ფორმით საქართველოს პარლამენტს დღესვე გადაუგავნის.
საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატების მოსმენა იურიდიული კომიტეტის ფორმატში უკვე დასრულებულია, საბოლოო კენჭისყრა კი სესიაზე უნდა გაიმართოს.