უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს უსმენენ. კითხვები სასამართლოსთან და მათ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსმენა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რაც დამატებით შეკითხვებს აჩენს. სულ 50 კანდიდატია დარეგისტრირებული.

საბჭომ ცხრა უნდა შეარჩიოს და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.