მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი

კრიტიკის მიზეზი ხდება კონკურსი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს ამჯერად 11 უვადო მოსამართლე უნდა აირჩიონ.

კონკურენცია საკმაოდ მაღალია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 80 განაცხადი შევიდა. დაწყებულია გასაუბრების პროცესიც. თუმცა, საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტის და პროცედურული დარღვევების არგუმენტით კონკურსის შეჩერებას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებსაც. ჯანეზაშვილი გარკვეულ ნათესაურ კავშირებზე მიუთითებს და ამ კონტექსტში ორი კანდიდატის გვარსაც ასახელებს. ორი წლის წინ მწვავე კრიტიკის შემდეგ დამტკიცებული რეფორმის შედეგად უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ 14 მოსამართლე გამწესდა. რეფორმის შემდეგ ეს უკვე მეორე კონკურსია, რომელიც ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს.