იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას სასამართლო კლანის გაძლიერებას უწოდებენ. მათი შეფასებით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებით „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების სისტემაში კონტროლს კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს, რაც საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მმართველ პარტიაში ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია.